პროკურატურის განცხადება ინტერნეტში გავრცელებული ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით

  10:18:16     30-01-2014

29 იანვარს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განმარტავს: ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.  

მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე საუბრობენ. კადრში ჩანს ვანო მერაბიშვილი, რომელიც "ორ გვამს" ითხოვს".

ვიდეო კადრებში რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის მერაბიშვილთან ერთად კუდ–ის ყოფილი უფროსი დათა ახალია, სოდ–ის უფროსი ერეკლე კოდუა და საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არიან ასახულნი. 

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.