მოხდა თუ არა ვარკეთილში ჯგუფური ჩხუბი - რას ამბობს შსს?

  11:40:35     29-01-2014

ვარკეთილის ზემო პლატოზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 20-მდე ახალგაზრდის დაშავების ფაქტი არ დასტურდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, ჯგუფური ჩხუბი ახალგაზრდებს შორის არ მომხდარა და პოლიციელებმა სამი მოჩხუბარი ძმა დააკავეს.

„არ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ვარკეთილის დასახლებაში ჯგუფური ჩხუბი იყო, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სამ ძმას შორის, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით გუშინვე დააკავეს“,- აცხადებენ ჭიკაიძის უწყებაში. განსხვავებული ინფორმაციას ავრცელებენ ინციდენტის თვითმხილველები. მათი განცხადებით, გუშინ, საღამოს საათებში, ერთმანეთს 20-ამდე ახალგაზრა ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 8 მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.