რა აწუხებს თოფაძეს...

  13:14:53     28-01-2014

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი „მრეწველი“ გოგი თოფაძე ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიაბების სასტიკი წინააღმდეგია. თოფაძე სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირსაც და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად უნდა განსაზღვროს ,რას გვაძლევს ასოცირების შეთანხმება.

„პრესა.ჯი“ მრეწველების ლიდერს დაუკავშირდა. თუმცა, მან ამ თემაზე დამატებითი განმარტებების გაკეთბა არ ისურვა და აღნიშნა, რომ ამ კითხვებით ვაწუხებდით.

 „პრესა.ჯი“: წლებია საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებით, რატომ?

გოგი თოფაძე: ძალიან ხშირად მეკითხებით ნატოზე და ნუ მეკითხებით...

- თქვენ საკანონმდებლო ორგანოს წევრი ხართ, იმ უმრავლესობის, რომელსაც გაცხადებული აქვს რომ ჩვენი ქვეყანა ალიანსის წევრი უნდა გახდეს...

- ნატო არის ყველაზე აგრესიული სამხედრო ფლოტი, ჩვენს პლანეტაზე. არ მინდა რომ რაც მოხდა იუგოსლავიაში, ავღანეთში, ერაყში და სხვა ქვეყნებში, იგივე მოხდეს ჩვენთანაც. ამას ვლაპარაკობ ბოლო ათი წელია და აზრი არ შემიცვლია.  არც იმის მომხრე ვარ რომ ჩვენი ახალგაზრდები იღუპებიან ავღანეთში.

- რაც შეეხება ევროკავშირს?

- მაწუხებთ ამ კითხვებით, მერამდენედ უნდა დამირეკოთ...