![თბილისში, კანონიერი ქურდის, ჯეკო მამოიანის ბინა გაქურდეს თბილისში, კანონიერი ქურდის, ჯეკო მამოიანის ბინა გაქურდეს](http://presa.ge/img/multimedia/a27668.jpg)
თბილისში, კანონიერი ქურდის, ჯეკო მამოიანის ბინა გაქურდეს
14:44:20     27-01-2014
შს სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, კანონიერი ქურდის, ჯემალ მამონიანის, იგივე ჯეკო თბილისკის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. მამოიანის ბინა დიღმის მასივის მე-4 -ე კვარტალში მდებარეობს.
ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის და ღირებულების ნივთებია წაღებული კანონიერი ქურდის სახლიდან. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.
ჭიკაიძის უწყებაში, ქურდობის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურეს, თუმცა, დამატებითი ინფორმაციის მოწოდება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ისურვეს.
„მისი ბინის ქურდობის ფაქტი ნამდვილად მოხდა. ამ დროისთვის გამოძიება დაწყებულია შესაბამისი მუხლით. 177-ე მუხლით“, - განაცხადეს შს სამინისტროში.