ნივრიანი ფუნთუშები წვნიანებისთვის

  00:36:51     27-01-2014

ინგრედიენტები: ცომისთვის: რძე 250 მლ ფქვილი 400 გ ზეთი 2 ს.კ მარილი 1/2 ჩ.კ საფუარი 1 ჩ.კ შაქარი 1 ჩ.კ გულსართისთვის: კარაქი 50 გ ნივრის კბილი 7 ოხრახუში ან კამა 2 ს.კ, დაჭრილი კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
თასში მოვათავსოთ ცომის ყველა ინგრედიენტი და მოვზილოთ ცომი. დავდგათ ასაფუებლად.
გაყავით ცომი 16 ნაწილად, დააგუნდავეთ და დაალაგეთ ხელახლა ამოსაფუებლად 15-20 წუთი

ბლენდერში დავაქუცმაცოთ მწვანილი, ნიორი და კარაქი.
ცომის ყოველ გუნდა თავზე გადავსეროთ და ჩავუდოთ კარაქის მასა. გადავუსვათ კვერცხის გული.

ვაცხოთ 15 წუთი 180 გრადუსზე. მივირთვათ წვნიანებთან ერთად