ნინო ანანიაშვილი მსოფლიოს უმდიდრესი ბალეტის მოცეკვავეების ხუთეულშია

  21:05:57     26-01-2014

ამერიკულმა საიტმა, სადაც უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალი სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით ხშირად ქვეყნდება, შეადგინა მსოფლიოს უმდიდრესი ბალეტის მოცეკვავეების ხუთეული, სადაც ნინო ანანიაშვილი მე-5 ადგილს იკავებს.

სტატიაში მის წლიურ შემოსავალზე არაფერია ნახსენები, მაგრამ მისი წარმატების და მსოფლიო აღიარების დასამტკიცებლად მოყვანილია გამოფენის მაგალითი. კერძოდ, ცოტა ხნის წინ, პრიმა ბალერინამ გააკეთა თავისი პუანტების (ბალეტის ფეხსაცმელი) გამოფენა, რომლებითაც ესა თუ ის სპექტაკლი შეუსრულებია. ამ გამოფენის შედეგად, ქართველმა ბალერინამ 30 000 დოლარი გამოიმუშავა.

როგორც საიტი გვამცნობს. ამ ხუთეულში ასევე შედიან სილვია გილიემი (წელიწადში 850 000 დოლარი), ბენჟამენ მილპიე (წელიწადში 900 000 დოლარი), რუდოლფ ნურიევი (მისი შემოსავალი 7.9 მილიონს აღწევს). სიაში პირველ ადგილს იკავებს მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც 45 მილიონი დოლარის მფლობელია.