მუხრანში მამაკაცმა ცოლი და რძალი მოკლა

  19:02:07     25-01-2014

მუხრანში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ოჯახის წევრები მოკლა. სამართალდამცველებმა 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეუღლე, შვილი და რძალი. მეუღლე – 1966 წელს დაბადებული ხარულა კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, რძალი – 1992 წელს დაბადებული ეკა ტ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი შვილი – 1987 წელს დაბადებული შალვა ო. საავადმყოფოში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსსკ-ის 109-ე მუხლით.