ოქრუაშვილს დაკითხვაზე დაიბარებენ?

  16:28:52     24-01-2014

ახალი ხელისუფლების პირობებშიც არ წყდება საჩივრები ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, ირაკლი ოქრუაშვილზე. ბიუჯეტის თანხების მითვისების გარდა, მას ბიზნესების წართმევასა და ფულის გამოძალვაშიც ედავებიან.

ოქრუაშვილის წინააღმდეგ, საჩივრებია შესული პროკურატურაში. მათ შორის გორში მცხოვრები ბიზნესმენების საჩივრებიცაა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას დიდი ხანია ითხოვენ.

გარდა ამისა, ოქრუაშვილს უჩივიან ყოფილი სამხედროებიც. ბევრს ახსოვს როგორ აგინებდა და ამცირებდა ოქრუაშვილი ჯარისკაცებს, თუმცა, მის ამ თავხედობას სამართლებრივი შეფასება არ მოჰყოლია.

თავდაცვის სამინისტროში კითხულობენ - თუ ახალაია და გიგი კალანდაძე შეიძლება დაიჭირონ სამხედრო მოსამსახურეთა შეურაცხყოფის გამო, რატომ არ იჭერენ ირაკლი ოქრუაშვილს?

ჯერ კიდევ წლების წინ არსებობდა ვიდეო-ჩანაწერი იმის შესახებ თუ როგორ აგინებს ოქრუაშვილი ჯარისკაცებს შემდეგი სიტყვებით: „თქვენი მოგებული ომის დედა მოვ...ნ“.

იმ ბიზნესმენებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ოქრუაშვილის მსხვერპლი გახდნენ, ახალი მთავარი პროკურორის იმედი აქვთ.

ისინი იმედოვნებენ რომ გიორგი ბადაშვილი რეაგირებას მოახდენს იმ უამრავ საჩივარზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგაა შესული.

რაც შეეხება „ოქროს“ ის ჯერჯერობით ჟურნალისტებს გაურბის და კომენტარს არ აკეთებს. 

"პრესა.ჯი" უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს კონკრეტულ ფაქტებს იმის საილუსტრაციოდ თუ როგორ ავიწროვებდა ოქრუაშვილი ბიზნესმენებსა და ქართულ არმიას.