შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტთან
13:56:58     24-01-2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბატს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტები, რომელსაც EBRD აფინანსებს, გადამწყვეტ როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, 2015 წელს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩასატარებლად, რაც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ინვესტიციათა ახალი ნაკადის მოსაზიდად.
“ქართული ეკონომიკური პოლიტიკა ხელმძღვანელობს სოციალური უსაფრთხოებისა და სიცუალური სამართლიანობის პრინციპებით. დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა, ინკლუზიური და დასაშვები სისტემები განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაზღვევის სფეროებში უნდა გახდეს ეფექტური ინსტრუმენტები მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მოსახლეობის უღარიბესი ფენისათვის მნიშვნელოვანი სოციალური დახმარებები მომავალშიც გაიზრდება და შეივსება, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
აქ, რამდენიმე გადამწყვეტი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. კერძოდ, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების გასამტკიცებლად შეიქმნა თანაინვესტირების ფონდი, რომლის ბიუჯეტი 6 მლრდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და სასოფლო და სასოფლო-სამეურნეო განვითარების ფონდი 1 მლრდ ამერიკული დოლარის ოდენობის ბიუჯეტით”- განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა .