ავსტრალიური ბოსტნეულის პური

  23:14:11     23-01-2014

ეს პური უგემრიელესია, აქვს სასიამოვნო ბოსტნეულის არომატი. გირჩევთ სცადოთ თქვენც ამ რეცეპტით მომზადებული პური.

მასალა:

ფქვილი - 4 ჭიქა;
მარილი - 3ს/კ;
შაქარი - 4 ს/კ;
ზეთი - 2 ს/კ;
საფუარი - 40გრ;
პომიდვრის წვენი -110მლ;
ისპანახის წვენი - 110მლ;
ჭარხლის წვენი - 110მლ;
წყალი - 110მლ;

მომზადება:

ისპანახი გავთქვფოთ ბლენდერში და დავასხათ წყალი, ტომატ პასტას (2 ს/კ) დავასხათ წყალი, გავხეხოთ ჭარხალი , გავატაროთ ესეც ბლენდერში და დავასხათ წყალი, მარლაში გადავწუროთ ყველა ეს წვენი ცალკ ცალკე ჭურჭელში.
ჩვენ უკვე მოვამზადეთ ბოსტნეულის წვენები.

თვითოეულ ჭიქაში ჩავყაროთ 1 ს/კ შაქარი და 10 გრ მშრალი საფუარი, ავურევთ კარგად.
ახლა მოვამზადოთ ცომი. 1ჭიქა ფქვილი + (150 – 200გრ) +წყალი შაქართან, მარილთან და საფუართან არეული. ასე გავიმეოროთ წვენებთან მიმართებაშიც და მოვზილოთ ცომი.

თუ წყალი გვაკლდება ვუმატებთ და საპირისპიროდ. შევფუთოთ სათითაოდ პოლიეთილენის პარკებში.

სანამ ცომი ფუვდება მოვამზადოთ ფორმა - წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი.
ცომი 40 წუთში გაორმაგდება მოცულობაში.
ცომს მოვზელთ ზეთიანი ხელებით. მოვათავსოთ ფორმაში, დავაფაროთ ზემოდან თასი და დავტოვოთ კიდევ ამოსასვლელად.

სანამ ცომი ამოდის აირღუმეს გავახურებთ 230 გრადუსზე და შევდგათ ფორმა გამოსაცხობად 40-50 წუთის განმავლობაში.

ამის შემდეგ გამოვდგათ ფორმა და პური გადმოვიღოთ ბადეზე, გასაგრილებლად , გადავაფაროთ სალფეტკი.
რომ გაგრილდება დავჭრათ ჩვენი არომატული, ფერადი და სურნელოვანი პური და მივირთვათ კარაქთან, პაშტეტთან ან არაჟანთან ან კიდევ რასთანაც გაგიხარდებათ.