კიევში ხუთი გარდაცვლილიდან ოთხს ტყვია გულში აქვს მოხვედრილი
11:14:53     23-01-2014
კიევში გრუშევსკის ქუჩა კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული, პერიოდულად ხდება მომიტინგეებსა და
ბერკუტს შორის შეტაკებებიც. გრუშევსკის ქუჩაზე გვიან ღამით, "ბერკუტი"
აქტივისტების ბარიკადების დაშლას შეეცადა, თუმცა დემონსტრანტებმა
ძალოვანებს ქვები დაუშინეს და ბარიკადების აღების საშუალება არ მისცეს.
უკრაინული მედიის ცნობით, გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტებმა სამი ბარიკადი ააგეს. დაშავებულთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროსითვის არ გავრცელებულა. მედიკოსთა ინფორმაციით, ყოველ 15 წუთში გრუშევსკის ქუჩაზე სულ მცირე ორ ადამიანს უწევდნენ დახმარებას.
ბერკუტთან შეტაკების შედეგად ორი ადამიანი თვალის გარეშე დარჩა. ამასთან, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალადამცავებმა "ლენტა.რუ"-ს კორესპონდენტი ანდრეი ვასილევი დააკავეს. ბოლო ინფორმაციით, გრუშევსკის ქუჩა კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული. ეროვნული დაუმორჩილებლობის შტაბთან არსებული ასამედიცინო სამსახურის კორდინატორ ოლეგ მუსის ინფორმაციით, "ბერკუტთან" შეტაკების შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი. ხუთი გარდაცვლილიდან ოთხს ტყვია გულში აქვს მოხვედრილი. ამ დროისთვის დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას პროფკავშირების სახლში უწევენ, რადგან ბერკუტელებმა გრუშევსკის ქუჩაზე არსებული სამედიცინო პუნქტი დაარბიეს. მუსის ინფორმაციით ბერკუტელები იყენებენ ახალ გაზს, რომელიც უფრო ძლიერ მოწავლას იწვევს.