ახალი შეტაკებები - კიევში ვითარება ისევ დაიძაბა (ფოტორეპორტაჟი)

  14:44:08     22-01-2014

უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა „ბერკუტმა“ გრუშევსკის ქუჩიდან მომიტინგეების განდევნის აქტიური სპეცოპერაცია დაიწყო, რის საპასუხოდაც მომიტინგეებმა ბარიკატების აღმართვა და მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. თუმცა ბერკუტმა ერთ ადგილას ბარიკატების გარღვევა მოახერხა და მომიტინგეების ევროპის მოედნის მხარეს განდევნა დაიწყო. კიევის ცენტრში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.