"სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია"

  14:34:29     21-01-2014

ოსური გავრცელებული ინფორმაციის თანახმად. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან, ფილიპ ლეფორი ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. შეხვედრისას თიბილოვმა აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიაზე მთავარი მიზანი ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმებაა.

"ომის რისკი გამორიცხული უნდა იყოს. იმისათვის, რომ ამის გარანტიები მივიღოთ, როგორც ოსური მხარე, ასევე ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ ჟენევის დისკუსიებზე", - ხაგზასმით აღნიშნა ლეფორმა და დასძინება, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია. "ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ",- დასძინა ლეფორმა.

მსგავსი საუბრები და შეხვედრები კი, უკანასკნელ ხანს ძალიან გახშირდა. ექსპერტები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს მთავარი დიპლომატიური უწყება ქმედუუნაროა და საერთაშორისო ფრონტზე სათანადოდ ვერ მუშაობს, რაც შედეგებზეც აისახება. ხელისუფლება, რომელიც ხალხს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას პირდებოდა, კრემლისათვის სრულიად უინტერესო აღმოჩნდა. 


სამაგიეროდ, ამ უკანასკნელს თავისი ინტერესები კავკასიაში აქვს და ევროპასთანაც გაცილებით აქტიურად თანამშრომლობს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება, რომლისთვისაც პრიორიტეტი არა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პრობლემები, არამედ საკუთარი ჩინოვნიკებისათვის კომფორტული გარემოს შექმნაა.