26 წლის პირველი მფრინავი ქალი ქართული ავიაციის უახლეს ისტორიაში

  12:59:25     21-01-2014

ეკა ქვლივიძე - 26 წლის მფრინავი.

ეკამ სკოლის ასაკში გადაწყვიტა სამხედრო მოსამსახურე გამხდარიყო. დიდი ფიზიკური დატვირთვა, სამხედრო ფორმის ტარება, მუდმივი სკეპტიკური დამოკიდებულება მამაკაცების მხრიდან - გზა მფრინავის პროფესიამდე რთული და წინააღმდეგობებით სავსე იყო. თუმცა დღეს ეამაყება, რომ ქართული ავიაციის უახლეს ისტორიაში პირველი მფრინავი ქალია.