კერძო კომპანიები და მომხმარებლები "სოკარის" წინააღმდეგ (ვიდეო)

  12:02:56     21-01-2014

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ოფისში შეჭრას ცდილობდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ბუნებრივი აირის სამონტაჟო სამუშაოებს ახორციელებენ. 

ისინი მილზე დაერთების გადასახადის გაუქმებას და ამავდროულად პროექტების შედგენის უფლებების გაცემას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, აღნიშნული გადასახადის გამო „სოკარ ჯორჯია“ კერძო კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს. აქციაზე კერძო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში“ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ისინი სემეკის დადგენილებით ხელმძღვანელობენ. 

მოგვიანებით, „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენელმა დავით ლეკიშვილმა შპს ”ხირამის” წარმომადგენელი აქციაზე არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნაში დაადანაშაულა და მას ნარკოლოგიური შემოწმება მოსთხოვა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად აქციის მონაწილის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა არ დადასტურდა, რის გამოც დავით ლეკიშვილმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა. 

აქციას კი წინასწარ დაგეგმილი უწოდა. კერძო კომპანიის წარმომადგენლები სოკარის წინააღმდეგ სამომავლოდ სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ინცინდენტში არ ჩარეულან. 

რეპორტაჟი ამ თემაზე ბათუმის 25 არხმა მოამზადა, წყარო: პირველი რადიო