
მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსი: ეს არ იყო თავდასხმა, ნუ ნერვიულობთ
15:36:39     20-01-2014
თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად ჩასულ მარგველაშვილს აეროპორტში არც თურქეთის პრეზიდენტი დახვდა და არც პრემიერი. ის ანკარის მერმა მიიღო. ცხადია, ურეიტინგო და უფუნქციო მარგველაშვილი დღეს საქართველოში ბევრს არც კი გაახსენდებოდა რომ არა ინციდენტი...
ოფიციალური ვიზიტის დროს, მარგველაშვილის პრესმდივანს სოფო ჯაჯანაშვილს თავს დაესხნენ. მას უცნობმა ქალბატონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თემაზე კომენტირების მიზნით ჩვენ მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსს, თიკო მჟავანაძეს დავუკავშირდით. უცნაურია რომ მჟავანაძე გაღიზიანებული და ანერვიულებული იყო. მან ჩვენს კითხვას ყვირილით უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თიკო მჟავანაძის თქმით, მარგველაშვილის პრესმდივანზე არანაირი თავდასხმა არ მომხდარა. მისი თქმით, უბრალოდ, „ფსიქიკურად შეშლილი ქალბატონი ჯაჯანაშვილს თმებზე დაეტაკა“...
"პრესა.ჯი": ქალბატონო თიკო, ჟურნალისტი გაწუხებთ "პრესა.ჯი"-დან...
მჟავანაძე: სწრაფად მითხარით, პრეზიდენტის დელეგაცია შეხვედრებს მართავს და აქ ვარ...
- ადასტურებთ რომ ჯაჯანაშვილზე თავდასხმა მოხდა...
- (რატომღაც ყვირის) ეს არ იყო თავდასხმა, ნუ ნერვიულობთ...
- აბა რა მოხდა ქალბატონო თიკო, რატო მეჩხუბებით?
- არ გეჩხუბებით, ეს იყო უბრალოდ ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი, რომელიც თმებზე დაეტაკა ჩვენ თანამშრომელს. არანაირი ცემა არ ყოფილა. მას დაზიანება არ აღენიშნება.
P.S: ცოტა ხნის წინ, მჟავანაძეს „პრესა.ჯი“-სთან გაკეთებული კომენტარის გამო, „ყური აუწიეს“. მან, მოკლული ზურა ტარყაშვილის ოჯახის განცხადების საპასუხოდ გვითხრა რომ პრეზიდენტის პოზიციას გაგვაცნობდა (არადა მარგველაშვილი ამ თემის იგნორირებას ცდილობს). თუმცა, მეორე დღეს დაპირება არ შეასრულა და განაცხადა რომ „ამ თემაზე არაფერი იცის“.
შეგახსენებთ: მოკლულის ოჯახი აცხადებს რომ ტარყაშვილი მათ შორის მარგველაშვილის მეგობარი ქალის სიძემ, მინდია გოგოჭურმა მოკლა.
ოჯახის განცხადებით, გოგოჭურს მარგველაშვილი მფარველობს და ამიტომ, მას მკვლელობის ბრალდებას არ უყენებენ. მოკლულის მშობლებმა დღეს მკვლელობის ამსახველი ვიდეოც გაავრცელეს.