იმუნიტეტის ასამაღლებელი გემრიელი ნარევი
11:00:05     20-01-2014
ეს გემრიელი "წამალი" ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცის კიდეც.
განსაკუთრებით პოპულარულია ორსულებში - ასაკოვანი ექიმები სწორედ ამ ნარევს
ურჩევენ მათ :)
ეს ნარევი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს. ინგრედიენტები: ქიშმიში (თეთრიც და შავიც) 200 გ გარგრის ჩირი 200 გ შავი ქლიავის ჩირი, უკურკო 200 გ ნიგოზი 200 გ თაფლი 200 გ ლიმონი 1
რეცეპტი ძალიან მარტივია: ყველა ინგრედიენტი, თაფლის გარდა ხორცსაკეპში უნდა გაატაროთ. შემდეგ თაფლი დაამატოთ და კარგად აურიოთ. მიიღებთ წებოვან, სქელ, გემრიელ მასას, რომელიც ყოველ დღე 1-2 კოვზი უნდა მიირთვათ. შეინახეთ მაცივარში.
მთავარი ინგრედიენტების გარდა, ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ ნუში, კედარის კაკალი (განსაკუთრებულად სასარგებლოა), ლეღვის ჩირი.