ფრანგული გულიაში

  10:59:26     05-02-2011

მასალა: ძროხის და ღორის ხორცი – 300 გრამი, ხახვი, ფინჯანი ნაღები, ნიორი, ნახევარი ჭიქა კონიაკი, ფინჯანი წითელი ღვინო, ქონდარი, ზეთი, მარილი 

დავჭრათ ხორცი, შევწვათ, შემდეგ შემწვარი ხორცი გადმოვიტანოთ. მის ცხიმშივე მოვათავსოთ დაჭრილი ნიორი, ხახვი, მოვხრაკოთ, დავამატოთ ნახევარი ჭიქა წყალი და ავადუღოთ. ხორცი ნიორთან და ხახვთან ერთად ჩავდოთ ქვაბში, დავამატოთ ნაღები, ქონდარი, ხარშვისას ასევე - ღვინო. შემდეგ კონიაკი, მარილი და 20 წუთის განმავლობაში ვადუღოთ.