გიორგი ჟორდანიას გამოხმაურება

  16:17:00     15-01-2014

„თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შემდეგ ინტერნეტ გამოცემამ პრესა.ge გამოაქვეყნა ინფორმაცია `გიორგი ჟორდანია გადადგა - "პროვოკაციას წამოეგნენ კულტურის სამინისტროში". ინფორმაცია მთავრდება ასეთი სიტყვებით: ”თუმცა, სოლისტთა მეორე ნაწილი, ახლა უკვე გიორგი ჟორდანიას გადადგომას აპროტესტებს.

მათ, შესაძლოა კულტურის მინისტრის გადადგომა მოითხოვონ. ისინი თვლიან, რომ გიორგი ჟორდანია ინტრიგების მსხვერპლი გახდა. "პროვოკაციას წამოეგნენ კულტურის სამინისტროშიც", - აცხადებენ ჟორდანიას მომხრეები”. მინდა განვაცხადო, რომ მე და ჩემი მომხრეები კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას გადადგომის მოთხოვნას არ ვაპირებთ და მსგავსი მოსაზრება არასდროს გამოგვითქვამს. ჩვენთვის გაუგებარია საიდან გაჩნდა ასეთი ვარაუდი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მომხრეების სახელით მოთხოვნა მინისტრის გადადგომის შესახებ და ნებისმიერი მსგავსი განცხადება პროვოკაციად უნდა მივიჩნიოთ. გიორგი ჟორდანია“.