F-22, ერთადერთ მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი, რომელიც კვლავ გამოიყენება შეიარაღებაში

  15:50:53     04-02-2011

ამერიკის შეერთებული შტატები 2012 წლიდან ავიაგამანადგურებელ „Lockheed Martin F-22 Raptor“ – ის მოდერნიზებაში, წელიწადში 500 მილიონ დოლარს დახარჯავს. ეს პროცესი, რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც  „Flightglobal“ იტყობინება, საერთო ჯამში, თვითმფრინავის მოდერნიზაციის პროგრამა 16 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამ პროგრამის დეტალები არ ხმიანდება. ცნობილია მხოლოდ, რომ ავიაგამანადგურებელი მიიღებს ახალ რადარებს, საბორტო კომპიუტერებს, რაკეტებს, ასევე კონსტრუქციის ზოგიერთ განახლებულ ელემენტს, თვითმფრინავების მომსახურების ხელშემწყობებს.

2010 წლის დეკემბრის მონაცემებით, აშშ–ის შეიარაღებაში იმყოფებოდა 166  ავიაგამანადგურებელი F-22, სამხედროებმა ახლა 187 ასეთი ავიაგამანადგურებული შეუკვეთეს. ამ დროისათვის   F-22 ითვლება მსოფლიოში ერთადერთ მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლად, რომელიც კვლავ გამოიყენება შეიარაღებაში.

ამ თვითმფრინავს შეუძლია განავითაროს სიჩქარე 2,4 ათასი კილომეტრი საათში. მისი საბრძოლო რადიუსი კი 760 კილომეტრს შეადგენს.