ღორის ხორცის რულეტი აჯიკით
09:17:42     10-01-2014
ინგრედიენტები:
ღორის რბილი ხორცი
2 კგ , კანიანად. უმჯობესია გვერდის ნაწილი, ნეკნების გარეშე
აჯიკა
2 ს.კ
ნიორი
1 თავი
ხახვი
2 თავი
მარილი და პილპილი
ხახვი ბლენდერში დავაქუცმაცოთ ან გავხეხოთ, ნიორი კი დანით დავკეპოთ, არც თუ ძალიან წვრილად. შევურიოთ ერთმანეთს და დავამატოთ აჯიკა.
ხორცი კანით ქვემოთ დავდოთ, წავუსვათ მარილი და პილპილი, შემდეგ წავუვათ აჯიკიანი მასა და მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტივით. შევკრათ ძაფით, გავახვიოთ ფოლგაში და 1 ღამით მაცივარში შევინახოთ. შემდეგ შევწვათ 180-200 გრადუსზე, ღუმელში, დრო და დრო დავასხათ თავისივე წვენი. წვის ბოლოს ფოლგა გადავხადოთ, რომ კანი დაიბრაწოს.
შეგვიძლია მივირთვათ როგორც თბილი, ასევე ცივი.