მიკ ჯაგერი "გრემიზე" პირველად წარსდგება

  13:12:46     04-02-2011


ჯგუფ "Rolling Stones" – ის ვოკალისტი მიკ ჯაგერი პირველად წარსდგება მუსიკალური პრემიის, "გრემის" დაჯილდოვების ცერემონიალზე. `ჩვენ აღელვებულები, მოხიბლულები და აღფრთოვანებულები ვართ და ველოდებით მიკის დებიუტს "გრემის" სცენაზე” – განაცხადა პრემიის ორიგანიზატორმა, ნილ პორტნაიმ. "გრემის" 53-ე ცერემონია ლოს ანჯელესში, 13 თებერვალს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ აქ მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: რეპერი ემინემი, მომღერალი ჯანელ მონე, ასევე კეტი პერი და რეპერი აშერი, რომელიც შეასრულებს დუეტს ჯასტინ ბიბერთან.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცერემონიაზე, შესაძლოა, ბრიტნი სპირსიც გამოვიდეს. ამ წელს "გრემის" პრესტიჟულ ნომინაციაზე "საუკეთესო ალბომი" წარდგენილია ემინემის "Recovery", ლეიდი გაგას "The Fame Monster", კეტი პერის "Teenage Dream" და სხვა.