ვინ არიან ყველაზე ძვირადღირებული ჰოლივუდელები?

  13:08:05     04-02-2011

ჟურნალმა "Vanity Fair” იმ მსახიობების, რეჟისორების და პროდიუსერების სია გამოაქვეყნა, რომელთაც 2010 წელს ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავეს.  ორმოცკაციან სიაში, პირველ ადგილზე ჯეიმს კემერონია წარმოდგენილი, რომელმაც, გამოცემის მონაცემებით, 257 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 248 მილიონი რეჟისორს "ავატარმა" მოუტანა, ხოლო დანარჩენი იმ სათამაშოების გაყიდვამ, რომელიც ამ სურათის მოტივებზე შეიქმნა.

მეორე ადგილზეა ჯონი დეპი, თავისი 100 მილიონი დოლარით. მსახიობის ძირითადი შემოსავლის წყარო გახდა ორი ფილმი – ტიმ ბერტონის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" და რობ მარშალის "კარიბის ზღვის მეკობრეები უცნაურ სანაპიროებზე." მეორე ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მსახიობმა 20 მილიონი მიიღო მონაწილეობისათვის ფილმში "ტურისტი," სადაც ის ანჯელინა ჯოლისთან ერთად თამაშობს.

ამ კონოსურათმა, რომლის ბიუჯეტიც 100 მილიონ დოლარს შეადგენდა, აშშ-ში მხოლოდ 66 მილიონის მოგება ნახა, მაშინ როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 216 მილიონის გამომუშავებაც შეძლო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემოდგომაზე, ჟურნალ "ფორბსის" ვერსიით, დეპი სათავეში ედგა ყველაზე ძვირადღირებული მსახიობების სიას. მესამე ადგილი სტივენ სპილბერგს მიეკუთვნა 80 მილიონი დოლარით, ხოლო მეოთხე - კრისტოფერ ნოლანს, 71 მილიონით.