
კობახიძე: სანდრასთვის რთულია დაიჯეროს, როგორი მონსტრი იყო მისი ქმარი...
13:30:55     06-01-2014
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის განცხადებას გამოეხმაურა. ქალბატონმა სანდრამ, ჰოლანდიურ გაზეთ Trouw-სთვის მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე გახდეს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა სახემ უთხრა, „სანდა რულოვსისთვის, ეტყობა უცნობია, თუ რა მონსტრი იყო მისი ქმარი“.
მანანა კობახიძე: მე ფიქრობ, რომ დიდი ხნის განმავლობაში საააშვილს პოლიტიკური მომავალი არ აქვს. თუ ის რაიმე სახით ტრანსფორმაციას განიცდის შემდგომში და ქართველი ხალხის წინაშე აღიარებს ყველა იმ შეცდომას და ალბათ ჩადენილ დანაშაულსაც, მაშინ არ ვიცი რა მოხდება...
„პრესა.ჯი“: სააკაშვილი გეგმავს პოლიტიკრ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას. ეს მან არაერთხელ განაცხადა... თქვენი აზრით მას არ აქვს პოლიტიკაში დაბრუნების უფლება?
მანანა კობახიძე: მე მის პოლიტიკურ მომავალს, მიტუმეტეს ახლო წარსულში ვერ ვხედავ. მე ნამდვილად ვერ ვიქნები ისეთი ოპტიმისტი, როგორიც მისი მეუღლეა. ცხადია, სანდრას ეს სურვილები, კეთილგანწყობიდან არის ნაკარნახევი. რულოვსისთვის რთულია დაიჯეროს როგორი მონსტრი იყო მისი ქმარი, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.
- დადგება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი, როგორც ამაზე „ქართული ოცნება“ და ცალკეული მინისტრები საუბრობდნენ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებში?
- თუ არის გამოძიების დაწყება საჭირო, სააკაშვილის უცხოეთში ყოფნა ამას ხელს ნამვილად არ შეუშლის. მე ჩემი აზრი მაქვს, რომ ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ სააკაშვილის ყოფნას უცხოეთში. სააკაშვილთან კითხები უნდა ჰქონდეს გამოძიებას...
რთულია ახლა, პარლამენტის ვიცე სპიკერმა თქვას, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი მიშას... ეს არის გამოძიების საქმე. და თუ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს კითხვები, ცხადია, ეს კითხვები უნდა დაისვას. ეს არის გამოძიების ფუნქცია და მასში მე ვერ ჩავერევი.