უცნობმა პირმა კომპიუტერული მაღაზია დააყაჩაღა და გამყიდველს ტაქსის ფულიც სთხოვა

  11:43:42     06-01-2014

ყაჩაღური თავდასხმა მოხდა გუშინ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კომპიუტერულ მაღაზია "სანიტექზე". "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მაღაზიაში საღამოს საათებში მაშინ შევიდა, როდესაც გამყიდველი გოგონა ოფისში მარტო იმყოფებოდა.

"ეჭვმიტანილი ჩვენს ოფისში შემოვიდა, როგორც მყიდველი, აარჩია ლეპტოპი, ვაიფაის როუტერი და სხვა კომპიუტერული მოწყობილებები, ჩაადებინა ყუთში გამყიდველს, ხოლო  შემდეგ იარაღი დაუმიზნა, მაღაზია დააკეტინა. ამასთან, გასვლისას ეჭვმიტანილმა გამყიდველს ტაქსის ფული სთხოვა და ადგილიდან მიიმალა",- უთხრა "პრესა.ჯი"-ს "სანიტექის" მარკეტიკგის მენეჯერმა, არტურ სტეფანიანმა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ. ამოღებულია ვიდეოფირები.