ზაქარეიშვილს ეშინია რომ "სააკაშვილი მართალი აღმოჩნდება"
00:35:10     04-01-2014
"მეშინია, რომ მოვა დრო და სააკაშვილი მართალი აღმოჩნდება. როცა სააკაშვილი ამბობდა, რომ თბილისსა და სოხუმს, ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობას აზრი არ აქვს, რადგან ეს უკანასკნელები მხარეებს არ წარმოადგენენ და რუსეთის ხელში მხოლოდ მარიონეტები არიან, ისინი ბრაზობდნენ.
ახლა, როცა მათ ურთიერთობას ვთავაზობთ, ისინი წინაპირობებს აყენებენ. იცით, მეშინია, რომ დადგება დრო და მივხვდებით - სააკაშვილი მართალი იყო. ეს არ მინდა.
არ მინდა აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში ოსები და აფხაზები საერთოდ არაფერს წყვეტდნენ და პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ მოსკოვთან მოგვიხდეს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „ბიბისის“ რუსული რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში.