პრემიერმა მთავრობის წევრებთან და დეპუტატებთან ერთად 2013 წელი შეაჯამა

  15:59:46     30-12-2013

მთავრობის კანცელარიაში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, მინისტრთა კაბინეტის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა მთავრობის წევრებთან და დეპუტატებთან ერთად 2013 წელი შეაჯამა და 2014 წელს განსახორციელებელი სამუშაოები დაგეგმა.