შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  18:50:26     27-12-2013

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 დეკემბერს მომხდარი მკვლელობა გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილია 22 წლის ვინმე ელგუჯა ც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 24 დეკემბერს თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო "ასტორია"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ფარიზ შარიფოვს და მიიმალა. შარიფოვი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).