როდის მოკლავენ ჟვანიას?

  14:07:37     27-12-2013

ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი, ხათუნა ხოფერია მიიჩნევს რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი არის მოკლული, კვალი კი წინა ხელისუფლებამდე მიდის.

ხათუნა ხოფერია: თავად ვანო მერაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ უკავშირებს საკთარარ თავს ზურას მკვლელობის ფაქტს. ისინი, დაჭერებს თუ საგამოძიებო ორგანოში დაბარებას, საეჭვოდ უკავშირებენ გარდაცვლილი პრემიერის საქმის გამოძიებას.

აცხადებენ, რომ გამოძიებას უნდა მათგან რაღაც ინფორმაციის მოპოვება, არის მათზე ზეწოლა და ათასი სისულელე. მათ აქვთ ძალიან დიდი შიში, რადგან არ გამოირკვეს სიმართლე.

„პრესა.ჯი“ როგორია თქვენი ვერსია, მოკლეს თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა ჟვანია?

- ზურა ჟვანია არის მოკლული...

- საიდან იცით? გააქვთ ფაქტები?

- მაგას იტყვის გამოძიება. მე არც თვითმხილველი და არც მოწმე არ ვარ, აღნიშნული საქმისა. აპრიორი, ვის მიერ იყო ზურა მოკლული, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა გარემოება მისი უცნაური გარდაცალებისა მეტყვეებს იმაზე რომ საქმე გვაქვს მკვლელობასთან.

ამას ცხადყოფს ჩატარებული ექსპერიმენტებიც, რომელმაც არანაირი შედეგი არ მოიტანა. ჟვანიას დაცვის წევრი, კობა ხარშილაძე ამბობდა რომ ზურას გარდაცვალების დღეს ის ბინაში გადაძვრა.

თუმცა ,ექსპერიმენტის დროს აღმოჩნდა რომ ის ვერ შეეტია ფანჯრის გისოსში. კითხვებს ისიც ბადებს, რომ შემთხვებვის ადგილას არ იქნა თითის ანაბეჭდები აღმოჩენილი და ათასი სხვა...

ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე რომ პრემიერ  მინისტრის გარდაცვალების ვერსია, რომელიც შემოგვთავაზა „ნაციონალურმა მორაობამ“, არის შეთითხნილი და დადგმული.

- უკავშირდება თუ არა, ხარშილაძის დაკავება ჟვანიას საქმეს?

- ხარშილაძე დაკავებულია კონკრეტული ბრალდებით, რომელიც „გვრინსერვისის“ საქმეს ეხება. აი, ხარშილაძის დაკავებას რომ მოჰყვა მერე ვანო მერაბიშვილის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა, ეს იყო სწორედ უცნაური.

ასეთი განცხადებები და მომენტალური შეშფოთება ბადებს ეჭვებს და საფუძველს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეშინდა. პრემიერის მკვლელობა არ არის ერთი ადამიანის გაკეთებული, ბევრი ადამიანია საქმის კურსში.

- ჟვანის მეგობარი, პეტრე მამრაძე გამორიცხავს პრემიერის მკვლელობას და აცხადებს, რომ საქმე გვაქვს უბედურ შემთხვევასთან...

- ძალიან გასაკვირია, მომხდარიდან 9 წლის თავზე მისი ეს განცხადებები. ჩემთვის მიუღებელია ის ფაქტიც რომ პეტრე მამრაძე ეყრდნობა იმ ინფორმაციებს, რომელიც სადღაც მოისმინა...

ის ამბობს, რომ პროკურატურის მასალებს არ არის გაცნობილი და ამ განცხადებებს არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩემში, ეს განცხადებები გარკვეულ ეჭვს იწვევს. შესაძლებელია, ეს განცხადება ვინმეს ანგარიშგაწევის მიზნითაც გაკეთდა.

- მამრაძე აცხადებს, რომ „არ ესმის ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას პოზიცია“. მისი თქმით, FBI-ს დასკვნა, რომელიც  საზოგადოებისთვის საჯარო არაა, ცნობილია ჟვანიას ოჯახისთვის და ბატონ გოგლას შეკითხვები აღარ უნდა ჰქონდეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით... თქვენ თუ გაეცანით ამ დოკუმენტს?

- არა ჩემო კარგო, მე დასკვნას არ გავცნობილვარ... ამ დასკვნას არავინ გაცნობია. ზოგადად, საგამოძიბო მასალების განცობა ხდება მას შემდეგ, რაც პროკურატურა დახურავს საქმეს. მამრაძემ საიდან იცის რომ ამ დასკვნას იცნობს გოგლა ჟვანია, ეს ნამდვილად არ ციცი.

ჩვენ, წინა ხელისუფლებას სწორედ იმას ვედავებოდით, რომ საქმე დაეხურათ, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო იგივე  FBI-ს დასკვნა ან ნებისმიერი დაკითხვის ოქმი.

თუმცა, წინა ხელისუფლებამ ჟვანიას საქმე არ დახურა, რადგან კარგად იცოდნენ რომ მათ მიერ შეთითხნილი საქმე მოხვდებოდა იმ ადამიანებთან, ვინც რეალურად დაინტერესებულები იყვნენ ამ საქმის ობიეტური გამოძიებით.

როგორც ამბობენ, რამდენიმე თვეში პროკურატურა ამ საქმეს გახსნილად გამოაცადებს და დადებს კონკრეტულ შედეგს. მეც ველოდები გამოძიების შედეგს. ნაციონალრი მოძრაობის მიზანი კი არის ის რომ ეს საქმე შეფუთონ პოლიტიკურად, მიაბან სხვა პოლიტიკურ მოვლენებს... დაიდება დასკვნა, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ადამიანი აგებს ზურას მკვლელობისთვის პასუხს.

- გასაგებია, თუმცა, თუ FBI -ს დასკვნას არ გაცნობილხართ, რომლის მიხედვითაც ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, არ გაქვთ ფაქტები, არ შესწრებიხართ მომხდარს, რატომ ამტკიცებთ რომ ჟვანია მოკლულია? ან საიდან იცით, რომ ჟვანიას გარდაცვალებაში წინა ხელისუფლების ბრალეულობა იკვეთება?

- რა თქმა უნდა, აქ იკვეთება წინა ხელისუფლების დაინტერესება.  ჩემი აზრით, მოხდა ისეთი რამ, რის შემდეგადაც წინა ხელისუფლებას გამოსავალი არ დარჩა. ყველა ამ კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს.

P.S: სამწუხაროა რომ ზურაბ ჟვანიას თემა, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური სპეკულაციის საგანია.  უნდა ითქვას რომ ჟვანიას თემით, გარკვეულწილად ანგაჟირებენ მისი მოჯახის წევრებიც. 

მაგალითად, ყოფილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია, სავარაუდოდ იმის გამო რომ „ტემპი არ დააგდოს“, საზოგადოებას პერიოდულად აწვდის ინფორმაცია იმ ე.წ. „ახალი  გარემოებების“, „მტკიცებულებებისა“ თუ „დეტალების“ შესახებ, რომელიც თვალით არავის უნახავს.

მას, ნებით თუ უნებლიედ ეხმარებიან ჟვანიას მეგობრებიც. ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი ხოფერიცაა, რომელიც კატეგორიულად გვიმტკიცებს რომ „ჟვანია მოკლულია“, თუმცა, ხელში არც ფაქტები უჭირავს და არც დოკუმენტები - FBI-ს დასკვნასაც კი არ იცნობს.

ყოველივე ეს კი, ყველაზე ცუდ და გამოუვალ მდგომარეობაში ხელისუფლებას, კონკრეტულად კი პროკურატურას აყენებს.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კბილაშვილის ფარატინა განცხადებებმა, საზოგადოებაში რეალურად გააჩინა იმის მოლოდინი რომ პროკურატურა „ჟვანიას მკვლელობის საქმეს“ გახსნის. ხალხი დააჯერეს რომ ყოფილი პრემიერი მოკლეს.

თუმცა, ერთ წელზე მეტია, საქმე ადგილიდან არ იძვრის და სავარაუდოდ, არც დაიძვრება. ხოლო, თუ მაინც წავა გამოძიება იმაზე, რომ ვიღაც მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულოს პრემიერის მკვლელობაში და ჟვანია „მოკლას“, ეს საქმე, შესაძლოა, მისსავე საწინააღმდეგოდ შემოტრიალდეს.

იხილეთ პეტრე მამრაძის ინტერვიუ იგივე თემაზე