
„ასე გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია“...
13:01:31     26-12-2013
ზურაბ ჟვანიას მეგობარი და მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი, პეტრე მამრაძე, ექს-პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება. მამრაძე აცხადებს რომ ჟვანია მართლაც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მის სიკვდილში ბრალი არ მიუძღვის.
„პრესა.ჯი“ ყოფილ დეპუტატს ჟვანიას საქმის ირგვლივ გაჩენილ კითხვის ნიშნებსა და ბოლო დროის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
პეტრე მამრაძე: „არ მესმის ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას პოზიცია. FBI-ს დასკვნა ბოლომდე საზოგადოებისთვის საჯარო არაა, მაგრამ ცნობილია ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის. მას შეკითხვები აღარ უნდა ჰქონდეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მან ყველაფერი იცის“.
„პრესა.ჯი“: ზურაბ ჟვანის გარდაცვალების გარდაცვალების თემა, აქტუალობას მომხდარიდან ცხრა წლის შემდეგაც არ ჰკარგავს. ხელისუფლების ნაწილი, ექს-პრემიერის გარდაცვალებაში ყოფილი ხელისუფლების კვალს ხედავს...
პეტრე მამრაძე: მე დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რასაც ადასტურებს FBI-ს დასკვნა.
ჟვანიას საქმე თავიდანვე დიდი ყურადღების საგანი გახდა უცხოელი დიპლომატებისთვის, რომლებიც ყოველთვის ხაზზ უსვამდნენ იმას, რომ მაშინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ მისცეს სრული თავისუფლება, რომ ყველაფერს გასცნობოდნენ.
მათივე განცხადებით, მათ იოტისოდენა ეჭვიც არ გასჩენიათ იმაში რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა. სწორედ ასე გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია - უბედური შემთხვევით. მიაქციეთ ერთ გარემოებას ყურადღება, როცა ამბობენ რომ ფედერალური ბიუროს საგამოძიებოს დასკვნა არასწორად ითაგმნა, ეს არასწორია. ამერიკულ მხარეს მსგავსი რამეები არ გამოჰპარვია არასდროს. გაცილებით ნაკლებად რეზონანსულ საქმეებზეც კი.
ზოგიერთ მათგანზე, ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ჯერაც გამოუძიებელი საქმეებია. თუმცა, ასეთ საქმეებში, ჟვანიას საქმე არასდროს ფიგურირებდა, რადგან ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
- რას უკავშირებთ, ჟვანიას საქმის ხელახალ გამოძიებას. ხომ არ არის გამოყენებული ეს თემა პოლიტიკური ინტერესებისთვის?
- გამოძიება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. ვერ წარმოვიდგენ იმას რომ გამოძიება ახალი ხელისუფლების პირობებში რამეს დაამახინჯებს. მეც და მათ შორის შორის ნინო ბურჯანაძეც აცხადებს, რომ ჟვანიას საქმეში მკვლელობის დეტალები არ იკვეთება.
ჩემი ინფორმაციით, დანაშაული მოხდა უსუპოვისა და ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ. მაგალითად, გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, რომ უსუპოვს ცალი ფეხსაცმელი საერთოდ არ ეცვა.
ითქვა, რომ თეფშებსა და ჭიქებს თითის ანაბეჭდებიც არ ეტყობოდა. ვთქვათ გარდაცვლილების თითის ანაბეჭდები არ იყო, მაგრამ ეს თეფშები ვიღაცამ ხომ დადო მაგიდაზე? ბევრი კითხვა დაიბადა. ამიტომ, საჭირო იყო ხელახალი გამოძიების დაწყება.
ნიშანდობლივია რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეს გამოძიება წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. თუმცა, რაიმე ახალი, ამ საქმესთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თქმულა. ამის პარალელურად, უსუპოვის მამა აცხადებს, რომ მას აჩვენეს რომ მისი შვილის ტანსაცმელი ტალახით იყო ამოსვრილი.
ასევე ის ამბობს, რომ აჩვენეს პარკში მოთავსებულია ფეხსაცმელი, რომელიც თითქოს მის შვილს ეკუთვნოდა, მაგრამ უსიპოვის მამის ინფორმაციით, ეს ფეხსაცმელი არის ახალი და დიდი ზომის.
- ყოფილმა პრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა, მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. უფლებამოსილება შეჩერებულმა უგულავამ კი გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის ყაჩაღური ქურდობისთვისაა გასამართლებული...
- ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას განცხადებების შემდეგ ხელისუფლებამ თავისი მოქმედებებით დაამტკიცა, რომ ეს განცხადებები სიმართლეს შეესაბამება.
მართალია, მერაბიშვილი არის სადისტური სისტემის ხერხემალი, თუმცა მის განცხადებაზე, ხელისუფლების რეაქციით ეჭვი არ მეპარება იმაში რომ ის საკნიდან ნამდვილად გამოიყვანეს და ის, რაც ითქვა სასამართლოზე, სიმართლეა.
მერაბიშვილმა, ხელისუფლებას თვითონვე მიუთითა, რომ მისი საკნიდან გაყვანა დაფიქსირებულია ვიდეო-კამერებზე. თუმცა, ხელისუფლებამ პატიმრის ამ სკანდალურ განცხადებაზე რეაგირება არ მოახდინა.
ერთ-ერთი, ვინც აცხადებდა რომ ეს საქმე უნდა გამოძიებულიყო და ამას 17 წუთი უნდოდა, იყო დეპუტატი ხიდაშელი. წარმოიდგინეთ, მერაბიშვილი გიჟი უნდა იყოს რომ მსგავსი რამე მოიტყუოს, როცა ამის დამტკიცება 17 წუთში იყო შესაძლებელი და ტყუილის შემთხვევაში მას ბრალი დაუმძიმდებოდა.
კი ბატონო, არ აღძრა პროკურატურამ საქმე მერაბიშვილის განცხადებაზე, მაგრამ რა უშლიდა ხელს პარლამენტს, შეექმნა დრებითი საგამოძიებო კომისია, გამოეთხოვა ეს კადრები და ყველაფერი დამთავრდებოდა.
საკანონმდებლო ორგანომ, „პლასტელინმა“ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეს არ გააკეთეს, რითაც დამტკიცდა მერაბიშვილის განცხადების სისწორე. ხელისუფლება კი ამ ამბვას მალავს. რაც შეეხება ფარცხალაძის ნასამართლეობის საკითხს, ხელისუფლებამ აქაც დაუშვა შეცდომა, როცა დაიმალა მისი ბიოგრაფია დაიმალა მისი ნასამართლეობაც.
ეთქვათ, რომ მას აქვს ეს ლაქა და მორჩებოდა ამით ყველაფერი. ჩემი აზრით, ის არ უნდა იკავებდეს თანამდებობას და ხელისუფლებამ ფარცხალაძე უნდა გაააყენოს დაკავებული თანამდებობიდან.