ოთარ ფარცხალაძე პატრიარქის აღსაყდრების აღსანიშნავ ტრაპეზზე (ვიდეო)

  16:51:55     25-12-2013

საქართველოს მთავარი პროკურორი, ოტარ ფარცხალაძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 36 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

მთავარმა პროკურორმა, ადგილი, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესა და რეინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინიტრ, პაატა ზაქარეიშვილს შორის დაიკავა.

პატრიარქის აღსაყდრების აღსანიშნავ ტრაპეზზე, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც. ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა. 

"ფასდაუდებელია ის თავდადებული მოღვაწეობა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასწია ჩვენი ერის სულიერების ამაღლებისთვის. მისი აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია–მონასტერი, რომლის მასშტაბიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს," - აღნიშნა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

საზეიმო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოს, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები.