
რა გახდა ხუხაშვილისა და ფარცხალაძის დაპირისპირების მიზეზი?
14:10:30     25-12-2013
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ახალ მთავრობასთან დაახლოვებული ექსპერტი, გია ხუხაშვილი მთავარ პროკურორს ღიად დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
გუშინ გაკეთებულ განცხადებას ბევრი ხუხაშვილის შესაძლო ბიზნეს-წილებზე პროკრატურაში დაწყებუულ გამოძიებას უკავშირებს. „პრესა.ჯი“ თემის გასარკვევად ხუხაშვილს დაუკავშირდა.
გია ხუხაშვილი: იმის მიუხედავად, რომ ბატონ ოთარს არ გააჩნია ვალდებულება დატოვოს თანამდებობა, მე მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მის გარშემო შექმნილი სკანდალი აზარალებს მთლიანად ხელისუფლებას.
ფარცხალაძის ისტორია ძალიან შორს მიდის და როგორც ჩანს, სხვა კითხვებიც გაჩნდება. ამიტომ, ვფიქრობ რომ სახელმწიფო და ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე მან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
რეალობა შეიქმნა ისეთი, რომ როდესაც ხელისუფლება ზიანდება იმისათვის, რომ მისი ხელმძღვანელობა არ ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში, უნდა მიიღოს ეს პრინციპული გადაწყვეტილება.
„პრესა.ჯი“: მოახერხა თუ არა, პირადად თქვენთვის, ფარცხალაძემ გაექარწყლებინა კითხის ნიშნები, გუშინ გაკეთებული განცხადებით?
- ეს თმები არ არის დახურული. არის ახალი, მაგრამ არასაკმარისია მისი ეს ახსნა რომ თემა დიხუროს. საზოგადოებაში ფარცხალაძის საქმეზე უკმარისობის გრძნობა რჩება.
- ერთ-ერთი ვერსიით, მთავარ პროკურორს იმიტომ უპირისპირდებით, რომ ფარცხალაძემ თქვენს უკანონო ბიზნეს წილებზე გამოძიება დაიწყო და არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურაშიც დაგიბარონ...
- ეს აბსოლუტური სისულელეა, მე არანაირ ბიზნეს-საქმიანობას არ ვეწევი და არ მაქვს წილები. მე არ ვიცი ვინ რას მაბრალებს. მე ფარცხალაძეს არ ვუპირისპირდები. ფარცხალაძეს მეგობრულად ვურჩევ - წავიდეს თანამდებობიდან.
თუმცა, შევდივარ მის მდგომარეობაში. ჩემი ბიზნეს-საქმიანობის თემა არის ინსიმულაციები და სიბინძურე, რაც იწერება. მე დასამალი არაფერი მაქვს. ჩემი ცხოვრება არის გამჭვირვალე. ყოველთვის მზად ვარ ვითანამშრომლო