კანის კინოფესტივალი ვუდი ალენის ფილმით გაიხსნება

  14:52:32     03-02-2011

კანის 64–ე კინოფესტივალი ვუდი ალენის ახალი ფილმის,  „Midnight in Paris“ – ის პრემიერით გახსნება. ამის შესახებ ღონისძიების საიტზე იტყობინებიან.  ფილმი რომანტიკული კომედიაა, სადაც ასახულია გასული საუკუნის პარიზის 20–იანი წლების მოვლენები. კონოსურათში მონაწილეობენ: მარიონ კოტიიარი, რეიჩელ მაკადამსი, ედრიან ბროუდი და ოუენ უილსონი. ამ მსახიობებთან ერთად თამაშობს ასევე საფრანგეთის პირველი ლედი, კარლა ბრუნიც. სურათი ფრანგულ ეკრანებზე კანის პრემიერაზე ჩვენების შემდეგვე გამოჩნდება, ხოლო სხვა ქვეყნებში მისი ხილვა 2011 წლის სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. კანის კონოფესტივალი 2011 წლის 11– დან 22 მაისამდე პერიოდში გაიმართება.