მაისში U2–ს ახალი ალბომი გამოდის

  14:51:48     03-02-2011

ონლაინ მაღაზია „ამაზონის“ გერმანულ ვერსიაზე ახალი ინფორმაცია გამოჩნდა: 2011 წლის 27 მაისს გაყიდვაში U2–ს მორიგი ალბომი გამოვა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა  NME –ც იტყობინება. ჯგუფის წარმომადგენელმა ალბომის თარიღის შესახებ ცნობა არც უარყო და არც დაადასტურა. მისი თქმით, „როგორც ადრეც იყო ცნობილი, ჯგუფი ამჟამად სტუდიაში ახალ ალბომზე მუშაობს.“   "No Line on the Horizon" U2–ს მე–12 და, ჯერჯერობით, უკანასკნელი ალბომია, რომელიც გაყიდვაში 2009 წლის თებერვალში გამოვიდა. 2010 წლის აგვისტოში კოლექტივის ლიდერმა ბონომ განაცხადა, რომ ჯგუფმა დაახლოებით სამი ათეული ახალი სიმღერა ჩაწერა. შემსრულებლის სიტყვებით, მიღებული შედეგი სამ ალბომს ეყოფოდა. იგეგმება, რომ 2011 წლის ივნისში  U2 –მ, შესაძლოა, ბრიტანულ ფესტივალ „გლასტონბერიში“ მიიღოს მონაწილეობა (ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება). ღონისძიების ორგანიზატორებმა ჯგუფი 2011 წელს მიიწვიეს, თუმცა, მაშინ ბონოს ტრამვის გამო, მუსიკოსები იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ შეთავაზებაზე.