ქათამი ფორთოხლით

  12:36:14     03-02-2011

მასალა:1 ცალი ქათამი, 1 ცალი ფორთოხალი, 2 ფორთოხლის წვენი, 3 თავი ხახვი, 3 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. პაპრიკა, 0,5 ჩ.კ. წითელი წიწაკა, მარილი.

ქათამს წავუსვათ მარილი, პაპრიკა, წიწაკა და შევდგათ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. შიგადაშიგ ქათამი გამოვიღოთ და ფორთოხლის წვენი მოვაწუროთ. ცალკე ზეთში მოვშუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ოღონდ არ დავაწითლოთ. შემწვარ ქათამს მოვაყაროთ მოშუშული ხახვი და მოვრთოთ ფორთოხლის ნაჭრებით.