რა ახალი მტკიცებულებები მოიპოვა პროკურატურამ ჟვანიას საქმის შესახებ?
12:15:36     20-12-2013
სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება უამრავი ვერსია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ. გაზეთები თუ ინტერნეტ-პორტალები, ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ახალ-ახალ დეტალებს აქვეყნებენ. არის მინიშნებები რომ თითქოს პროკურატურამ "ახალი გარემოებები აღმოაჩინა", "შეგროვდა მტკიცებულებები, ჩვენებები და ასე შემდეგ"... ჟვანიას საქმეში არსებული ე.წ. ახალი დეტალების შესახებ საუბრობენ მისი ოჯახის წევრებიც - ძმა, დეპუტატი გოგლა ჟვანია და მეუღლე - ნინო ქადაგიძე.
არის თუ არა წინსვლა ჟვანიას საქმეში? კონკრეტულად, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას? სპეკულირებენ თუ არა, გარკვეული პოლიტ-ძალები ყოფილი პრემიერის გარდაცვალების თაობაზე?
აღმოჩნდა, რომ პროკურატურა ჯერ არ არის მზად ისაუბრობს ჟვანიას საქმეზე. მეტიც, "პრესა.ჯი"-ს, პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა უთხრა რომ "არ არსებობს წინასწარ გაწერილი თარიღი, როცა ჟვანიას საზმეზე განცხადება გაკეთდება". თეიმურაზ დოლიძემ ვერ დამალა გაკვირვება ჟვანიას შესახებ გავრცელებული სხვადასხვა ვერსიების, ე.წ. მტკიცებულებებისა თუ ე.წ. ახალი გარემოებების შესახებ...
„პრესა.ჯი“: ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროკურატურა ზურაბ ჟვანიას საქმეს გახსნილად უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს...
თეიმურაზ დოლიძე: საინტერესოა, ვინ ავრცელებს მსგავს ინფორმაციებს? მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
- შეგიძლიათ კონკრეტული თარიღი დაასახელოთ, როდის დასრულდება გამოძიება და როდის გაიგებს შედეგების შესახებ საზოგადოება? - დასკვნისკენ როგორც კი წავა გამოძიება, ამას აუცილებლად გაიგებს საზოგადოება. ამ ეტაპზე, მე ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური გამოძიებაში ჩავერიო და დეტალებზე ვისაუბრო. იცით რომ გამოძიება ისეთი სპეციფიკური თემაა, რომ არ მაქვს მე უფლება სანამ არ დასრულდება გარკვეული ეტაპი, დავინტერესდე მისი მიმდინარეობით. შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს.
- თუ გამოიკვეთა რაიმე სახის სიახლე საქმეში?
- სანამ არ დასრულდება გამოძიება, არაფრის თქმა არ შემიძლა. ვიდრე გამომძიებლები არ იტყვიან რომ რაღაც შედეგი უნდა გასაჯაროვდეს, ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ გამოძიების გარკვეული ეტაპის დასრულების შედეგ აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უფლება, გაავრცელოს რაღაც ინფორმაცია. ჩვენ არ ვერევით გამოძიებაში.