ქართული ფილმი 2014 წლის ოსკარების ოცეულშია

  11:58:05     20-12-2013

„ჰოლივუდ რეპორტერი" 2014 წლის ოსკარების პროგნოზს აქვეყნებს, სადაც ფილმების კატეგორიაში  ქართული ფილმი „გრძელი, ნათელი დღეები" პირველ ცხრამეტ ფილმშია დასახელებული.

სამ დღეში ამერიკის კინოაკადემია 9 ფილმის სიას გამოაქვეყნებს და შესაძლოა, ამ სიაში „გრძელი, ნათელიდღეებიც" მოხვდეს. IMDB-ს გვერდზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფილმის შეფასება 10-ქულიანი სისტემით, პირდაპირ, „ფეისბუქის" საკუთარი პროფილით.

ფილმი „გრძელი, ნათელი დღეები"  2013  წელს არის გადაღებული. მისი რეჟისორები არიან  ნანაექვთიმიშვილი და სიმონ გროსი. მთავარ როლებს ასრულებენ ლიკა ბაბლუანი და მარიამ  ბოკერია.

ფილმის სიუჟეტი, 90-იან წლებში ორი გოგონას მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს. გოგონებიძალადობით დამუხტულ გარემოში ცხოვრობენ. კინოკრიტიკოსთა შეფასებით, „გრძელი ნათელი დღეები"უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში გადაღებული ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული ტიპის ქართული ფილმია, სწორად შერჩეული თემით, სიუჟეტითა და მსახიობებით.

ფილმის პრემიერა შედგა ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფორუმის პროგრამაში და საავტორო კინოს საერთაშორისო ასოციაციის პრიზით აღინიშნა. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, ჰონკონგის საერთაშორისო ფესტივალი, „ვოისის" ევროპული კინოფესტივალი, პარიზის კინოფესტივალი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი - ეს იმ ფესტივალების ჩამონათვალია, რომლებზეც ფილმმა გამარჯვება მოიპოვა.

reportiori.ge