სოკოს წვნიანი პურის ქოთანში

  23:14:47     18-12-2013

ინგრედიენტები: სოკო 250 გ კარტოფილი 100 გ ხახვი 1 სტაფილო 1 ნაღები 10-20% 100 გ ნიორი 1 კბილი თეთრი ღვინო 50 მლ წყალი 250 მლ მარილი და პილპილი მწვანილი 1 საშუალო ან 2 პატარა პური

ხახვი, სტაფილო და დაჭრილი სოკო ტაფაზე მოშუშეთ. დაასხით ღვინო და წამოადუღეთ. სითხე რომ განახევრდება, დაამატეთ კარტოფილი, წყალი და მოხარშეთ. წვნიანი ბლენდერში ათქვიფეთ, ჩაამატეთ ნაღები და კიდევ წამოადუღეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი.

პურს თავი წავაჭრათ და გული ამოვუღოთ, შევდოთ ღუმელში და დავბრაწოთ, ცოტა უნდა გამაგრდეს . მპოვუსვათ შიგნიდან ნივრის გაჭრილი კბილი და ჩავასხათ წვნიანი, ზემოდან მწვანილი მოვაყაროთ.

უგემრიელესი წვნიანია, ისიამოვნეთ!

gemrielia.ge