მერაბიშვილის პასუხი ღარიბაშვილს

  16:16:20     18-12-2013

ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა სასამართლოზე განაცხადა, "ყველაზე კარგი ფსიქოანალიტიკოსი ბიძინა ივანიშვილია".

„მოვისმინე გუშინდელი გამოსვლები, რომელიც იყო შეურაცხმყოფელი, გიჟად გამომაცხადეს. ბევრს შეიძლება სიგიჟედ მოეჩვენოს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ 9 წლის განმავლობაში, ასეთი პროგრესი მხოლოდ არანორმალურებს თუ შეუძლიათ. გუშინ მოვისმინე, თქვეს, რომ კომენტარი ჩემს განცახდებასთან დაკავშირებით, ფსიქოანალიტიკოსებს უნდა სთხოვოთ, ყველაზე კარგი ფსიქოანალიტიკოსი ბიძინა ივანიშვილია“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ვანო მერაბიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კომენტარს ამ ფაქტზე ფსიქოანალიტიკოსები გააკეთებდნენ.