უგულავა: ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება საპნის ბუშტივით გასკდება
15:02:55     18-12-2013
რამდენიმე წუთის წინ, თბილისის არჩეულმა მერმა, გიგი უგულავამ პროკურატურის შენობა დატოვა. დაკითხვის შემდეგ უგულავამ განაცხადა, რომ ბრალდება რომელიც წაუყენეს, აბსურდულია. "ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგივე ჩვენებები არსებობს, რაც სხვა საქმებებში" - თქვა მან.
"განსხვავება ის არის, რომ თბილისის მაგივრად რუსთავის სასამართლოში ვივლი. მოდის ადგილობრივი არჩევნები და უჭირს მთავრობას, რადგან ივანიშვილმა თბილისის მერის პოსტზე, არაადეკვატური და უსუსური კანდიდატი დატოვა და ახლა ფიქრობენ, როგორ შეასაღონ ეს კანდიდატი დედაქალაქს.
მინდა, მათ გასაგონად ვთქვა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რუსთავში კი არა, მესტიის სასამართლოში ვივლი, იქაც დავამტკიცებ, რომ ვარ უდანაშაულო და შესაბამისად, ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება საპნის ბუშტივით გასკდება", - განაცხადა უგულავამ. თბილისის მერი, მხარდამჭერებმა ტაშით გააცილეს.
უგულავას წინააღმდეგ ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. საქმე ეხება დიდი ოდენობით ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და მითვისებას.