
გიგი უგულავას პროკურატურაში ელოდებიან
11:05:42     18-12-2013
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით არის დაბარებული.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და ააიპ "თბილისის გავნითარების ფონდის" თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.