საქონლის ხორცის ცხარე "სალიანკა"

  02:45:19     18-12-2013

მასალა:

2 კგ ხორცი;
4-5 თავი ხახვი;
200 გრ კარაქი;
5-6 კბილი ნიორი;
3 ს/კ ტომატი;
3-4 ცალი მჟავე კიტრი;
5 ცალი ზეთის ხილი;
თითო კონა ოხრახუში, ქინძი, კამა;
0,5 ჩ/კ ხმელი ქინძი,
ცხარე წიწაკა, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით;

მომზადება:

გარეცხილი ხორცი დაჭერით პატარა კუბიკებად, ჩაყარეთ ქვაბში და მოხარშეთ.

როცა წყალი ჩაშრება, დაუმატეთ კარაქი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.


კარგად მოთუშეთ ხორცთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ ტომატი და დაასხით წყალი.

წვენი თხელი არ უნდა იყოს, როცა წამოდუღდება ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,
3-4 ცალი დაჭრილი მჟავე კიტრი და შეაზავეთ ხმელი ქინძით, შავი წიწაკა და მარილით.
თუ გნებავთ კერძი ცხარე იყოს ძალიან, დაუმატეთ ბლომად ცხარე წითელი წიწაკა.

ადუღეთ კიდევ 5 წუთი ჩაყარეთ დაჭრილი შავი ან მწვანე ზეთის ხილის მარინადი და გადმოდგით.
ზემოდან მოაყარეთ ცოცხალი ოხრახუში. სუფრაზე მიიტანეთ არჟანთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!