სალათა "კარტოფილის ვარდები"

  02:43:41     18-12-2013

საჭირო მასალა:

3-4 მოზრდილი, მოხარშული კარტოფილი, 2 ს.კ. გახეხილი მაგარი ყველი, 1 კვერცხი, 2 ს.კ. კარაქი, მარილი და პილპილი - გემოვნებით, საფანელი - ფორმაზე მოსაყრელად

მომზადება:

კარტოფილისა და კარაქისგან გავაკეთოთ პიურე, დავუმატოთ ყველი, კვერცხი და მარილ-პილპილი, თუნუქის ფურცელს წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ საფანელი და საკონდიტრო ტომრის საშუალებით კარტოფილის პიურესაგან გავაკეთოთ ვარდები, შევდგათ ღუმელში და ზემოდან რომ შეწითლდება, გამოვიღოთ.