ახალაია მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურება
18:47:22     17-12-2013
"მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალური მდივნის მიმართ იმ მეთოდების გამოყენება, რომელსაც 1937 წელს მიმართავდნენ, კიდევ ერთხელ აშკარად ადასტურებს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს არა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებები, არამედ წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა.
ამით ვერავინ დააშინებს ან შეაფერხებს ოპოზიციას. პირველ რიგში, ხელისუფლების ასეთი ქმედება ფუნდამენტურ ზიანს აყენებს სახელმწიფოს და მის პრესტიჟს.
ამ საქმის იდეოლოგებსა და შემსრულებლებს შევახსენებ, ასეთი საქციელის გამო მათ მოუწევთ პასუხი აგონ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ოღონდ ეს არ იქნება პოლიტიკური დევნა, რასაც თავად ახორციელებენ", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.