ბერიძე თხელიძის მამიდას პასუხობს: ეს რომ მიხვდე, განათლება უნდა გქონდეს...
18:05:33     17-12-2013
იმის მიუხედავად რომ მუსიკალური პროექტების ჟიურის წევრი მარინა ბერიძე კულტურის სამინისტროში დასაქმდა, მას სკანდალები არ აკლია. პროდიუსერს, ამჯერად მომღერალ მარიკა თხელიძის მამიდა, ე.წ. ყოფილი პოლიტპატიმარი ნანა თხელიძე, ხელების მოძრობითა და ცემით დაემუქრა.
საქმე ეხება საახალწლო კონცერტს, სადაც როგორც თხელიძის მამიდა ირწმუნება, მისი ძმიშვილი მარინა ბერიძის მიერ დაიბლოკა.
ნანა თხელიძის ინფორმაციით, კონცერტიდან, რომელიც კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება, მომღერლების გარკვეული ჯგუფი პროგრამიდან ამოიღეს, მათ შორის მარიკა თხელიძეც.
„ამ საქმეში არის გარეული კულტურის მინისტრის მოადგილე გრუზინსკი, რომელმაც მარინა ბერიძეს დაავალა საახალწლო კონცერტის გაკეთება. კონცერტში მარიკა თხელიძის გარდა მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ აჩიკო მეფარიძეს, ჯგუფ "ფორტეს", ნინი წიკლაურს“...
ნანა თხელიძე აცხადებს, რომ მის ძმიშვილს, მარიკა თხელიძეს კულტურის სამინისტროში უთხრეს, რომ ის საახალწლო პროგრამიდან „ქართულმა ოცნებამ“ ამოიღო“.
„მარინა ბერიძეს გავლახავ სასიკვდილოდ, რომ ორივე ხელი მოძვრეს, იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ახალგაზრდებს აღარ შეეხოს.“, - იმუქრება ნანა თხელიძე რომელიც მარინა ბერიძესთან შეხვედრას დღეს გეგმავდა.
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, შედგა თუ არა, ეს შეხვედრა და მარინა ბერიძეს საახალწლო კონცერტის ირგვლივ გამოწვეულ სკანდალზე ესაუბრა.
მარინა ბერიძე: „რა უნდა ვერ გავიგე. 100 წლის უნდა ვიყო და საფლავში უნდა ვიწვე თავი რომ დამანებონ? 21- ე საუკუნეა, არის იმის შესაძლებლობა რომ გაარკვიო ვინ ატარებს ამ კონცერტს და მერე გააკეთო განცხადებები.
საახალწლო კონცერტს, რომელზეც ეს ქალბატონი საუბრობს, აკეთებს „ალტევიჟენი“, კულტურის სამინისტრო მხოლოდ ამ კონცერტს აფინანსებს. მეტ-ნაკლებად ცივილური ადამიანები ვართ და უნდა ვიცოდეთ რომ არასოდეს არ ერევა სამინისტრო იმაში, ვინ იმღერებს ამა თუ ამ კონცერტზე. ეს რომ მიხვდე, განათლება უნდა გქონდეს.
„პრესა.ჯი“: თხელიძის მამიდა „გალახვით და ხელების დამტვრევით გემუქრებათ“, შეხვდით თუ არა მას?
- არა გენაცვალე, მე პირისპირ ვერავინ მხვდება. ასე შორიდან იმუქრებიან. მე პირადად მარიკასთვის ძალიან ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული და ძალიან მიყვარს ის. ის ჩემი თანამშრომელია. რა გავაკეთო, სამინისტრო უბრალოდ აფინანსებს ამ ღონისძიებას და არ წყვეტს ვინ იმღერებს და ვინ - არა. მე საერთოდ არ ვაკეთებ კონცერტებს, აგერ უკვე 10 წელია. თუ ვინმეს ჰგონია რომ „ჯეოსტარი“ კონცერტია, ესეც მისი პრობლემაა.
- თუ ესაუბრეთ მარიკა თხელიძეს?
- არა, არ მიასაუბრია, გამოსული ვარ საქმეზე და არ ვარ სამსახურში.