ღარიბაშვილი: მერაბიშვილი ცდილობს მოახდინოს ახალი პროკურორის დისკრედიტაცია და დააშანტაჟოს სააკაშვილი

  15:46:20     17-12-2013

"ასეთი მეთოდებით დღევანდელი ხელისუფლება არ მუშაობს. გატაცებები და ასე შემდეგ... ეს არ უკავშირდება ჩვენ ხელისუფლებას. ეს ძველი მეთოდებია. უფრო სერიოზულ და კომპეტენტურ კომენტარს ფსიქოლოგები გააკეთებენ. 

რაც შეეხება ვერსიებს: შესაძლოა მერაბიშვილის განცხადება უკავშირდებოდეს ახალი პროკურორის დისკრედიტაციას ან მისივე შიშებს. შესაძლოა ის ცდილობს რომ დააშანტაჟოს მისი ყოფილი ხელმძღვანელი. 

ჩემი შეფასება ასეთია: მერაბიშვილი მიზანმიმართულად ცდილობს მოახდინოს ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაცია და ამავე დროს, დააშანტაჟოს სააკაშვილიც. 

დააკვირდით: მან საკმაოდ მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა, ახსენა სააკაშვილის ანგარიშები და ჟვანიას საქმე. 

ასე რომ დაველოდოთ მოვლენებს, ისინი უფრო კარგად გაარკვევენ ერთმანეთში" - ასე აფასებს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.