რის შესახებ ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა? (ვიდეო)

  18:50:28     16-12-2013

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ გამართული შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენცია "ზაგულბაში" გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღმავების სურვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის ხელისუფლების მყარი მხარდამჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.