გოგლა ჟვანიასა და ნინო ქადაგიძის კომენტარი გარდაცვლილი პრემიერის დაცვის უფროსის დაკავების შესახებ
16:53:50     16-12-2013
ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძის დაკავების შემდეგ "პრესა.ჯი" კომენტარისთვის გარდაცვლილი პრემიერის ძმას, დეპუტატ გოგლა ჟვანიას დაუკავშირდა. ვინაიდან მან, რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განაცხადა რომ უახლოეს დღეებში ჟვანიას საქმეს პროკურატურა გახსნილად გამოცხადებდა, გაჩნდა კითხვა: ხომ არ უკავშირდება ხარშილაძის დაპატიმრება ჟვანიას თემას?
"პრესა.ჯი": რატომ დააკავეს კობა ხარშილაძე?
გოგლა ჟვანია: ამ კითხვით იქნებ პროკურატურას მიმართოთ...
- ოფიციალური ვერსიით, ის უკანონო ფინანსური საქმიანობის გამოა დაკავებული, თუმცა, მის დაკავებამდე თქვენ განაცხადეთ რომ უახლოეს დღეებში ზურაბ ჟვანიას საქმე გახსნილად გამოცხადდებოდა...
- გთხოვთ მიმართეთ პროკურატურას. ამ თემის ირგვლილ განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ...
- თქვენი მტკიცებით, საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა. როდის გამოაცხადებს ან გამოაცხადებს თუ არა, პროკურატურა გახსნილად ჟვანიას საქმეს?
- მე კომენტარს არ გავაკეთებ.
"პრესა.ჯი" იგივე თემაზე ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძესაც დაუკავშირდა.
"პრესა.ჯი": კობა ხარშილაძის დაპატიმრებას თქვენი მეუღლის საქმეს ხომ არ უკავშირებთ?
ნინო ქადაგიძე: ვერ გეტყვით ვერაფერს...
- ზურაბ ჟვანიას ძმამ განაცხადა რომ პროკურატურა მალე ჟვანიას საქმეს გახსნილად გამოაცხადებს...
- ვიმედოვნებ რომ ზურას საქმე მალე გაიხსნება.
შეგახსენებთ: ოჯახი აცხადებს რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია. თუმცა, შესაბამისი მტკიცებულებები საზოგადოებას არ უნახავს. დაპირების მიუხედავად, ჟვანიას საქმეში ახალი გარემოებები ვერ აღმოაჩინა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმაც. ამიტომაც, ჟვანიას მეგობრების დიდი ნაწილი თვლის რომ გარკვეული ძალები ამ თემით სპეკულირებენ...
ჟვანია საბურთალოზე, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში რაულ უსუფოვთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ის და უსუპოვი, გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ და მომხდარი უბედური შემთხვევა.