ჭიაბერაშვილი: ბევრი სხვა ფაქტის შესახებაც შემიძლია ვისაუბრო...
14:07:51     16-12-2013
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა
დღეს მედიის წარმომადგენლებთან სკანდალური განცხადება გააკეთა.
კახეთის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ მას მთავარი პროკურორის ყოფილი
მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას
სთავაზობდა. უარის შემდეგ კი დააპატიმრეს.
„პრესა.ჯი“ ჭიაბერაშვილის განცხადების დეტალებით დაინტერესდა და მას
ბრიფინგის დასრულების შემდეგ ესაუბრა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: "ლაშა ნაცვლიშვილმა საქმის მთავარი მოწმის რამაზ სულამანიძის პირით შემომითვალა, თუ პროკურატურას ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას მივცემდი, ჩემს მიმართ პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილებას გამოიტანდა.
„პრესა.ჯი“: იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ, შედგა თქვენი შეხვედრა ნაცვლიშვილთან?
- არა არანაირი შეხვედრა არ ყოფილა ნაცვლიშვილთან, მე ვუთხარი სულამანიძეს მკაცრი უარი შემოთავაზებაზე. ეს ხდებოდა 19 აპრილის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ლაშა ნავლიშვილმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება მთავრობისგან, რომ სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო ვანო მერაბიშვილის ნეიტრალიზება.
პროკურატურა საგანგებო რეჟიმზე იყო გადასული. მათ დაიბარეს სოციალური მომსახურების ყოფილი უფროსი რამაზ სულამანიძე, რომელსაც მუქარითა და შანტაჟით ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც სულამანიძემ სასამართლოზე არ დაადასტურა. თბილისში ჩვენ მიერ გამართულ ფართომაშტაბიანი აქციით გაღიზიანებულმა მთავრობამ, 20 აპრილს ნაბახუსევზე სულამანიძეს ხელი მოაწერინეს ცრუ ჩვენებაზე.
მას გაუფორმდა ე.წ განრიდება, ანუ პროკურატურამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრას გულისხმობდა. ანალოგიური დოკუმენტის გაფორმებას მთავაზობდნენ მეც, იმის სანაცვლოდ, თუ მე განვაცხადებდი რომ ვანო მერაბიშვილმა დასაქმების პროგრამა გამოიყენა პარტიული აქტივისტების დასაქმების მიზნით. რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
- რა მოხდა უარის შემთხვევაში, იყო თუ არა ზეწოლა თქვენზე?
- არა, ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა, მას შემდეგ რაც მე ნაცვლიშვილის წინადადებაზე უარი ვთქვი, საქმეში „გამოიკვეთა“ ჩემი ბრალეულობა და მერაბიშვილთან ერთად მეც დამაპატიმრეს. პატიმრობაში 2 დღე გავატარე და ახლაც გირაოს ქვეშ ვარ.
- რატომ გადაწყვიტეთ ამ განცხადების გაკეთება დღეს და არა მაშინვე, როცა ეს შეთავაზება მიიღეთ?
- იმიტომ, რომ მე არ გავუსწარი მოვლენებს, ერთია რომ ამ განცხადებას აკეთებს ბრალდებული, მეორეა როცა სასამართლოს წინაშე ამაზე საუბრობს საქმის ძირითადი მოწმე და როდესაც მოსამართლის თანდასწრებით ეს აღიარა მთავარმა მოწმემ, რომ საქმე შეკერა ნაცვლიშვილმა. ბუნებრივია, დღეს ჩემს სიტყვას მეტი სანდოობა აქვს. ძალიან ბევრი სხვა ფაქტის შესახებ შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ამას არ ვაკეთებ, მოვლენებს არ ვუსწრებ.
- ელოდებით თუ არა გამამართლებელ განაჩენს?
- რა თქმა უნდა, ველოდები, იმიტომ რომ საქმე თავიდან ბოლომდე ერთი მოწმის ჩვენებაზე იდგა. ჩვენებაზე, რომელიც მოპოვებულ იქნა აბსოლუტურად პატიოსან ადამიანზე განხორციელებული მუქარითა და შანტაჟით. აქიდან გამომდინარე რაკი ეს ჩენება უგულვებელყოფილია და არ არსებობს საქმე, ველოდებით გამართლებელ განაჩენს.
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი გუბერნატორები წარადგინა, რისი თქმა შეგიძლიათ კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილზე?
- ის არის ღარიბაშვილის მეუღლის კლასელი და თამაზაშვილთან დაახლოვებული პირი. ის არის თამაზაშვილ–ღარიბაშვილის კლანის წევრი. მას შევხვდი, როცა დედოფლისწყაროს გამგებელი იყო, თათბირზეა ჩემთან ნამყოფი. მის საქმიანობაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ გრძელდება კლანურბის პრინციპით თანამდებობების დარიგება.