რა გაუმხილა ავთანდილ ბერიძემ „პრესა.ჯი“-ს...

  12:07:08     16-12-2013

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ უკვე მერამდენედ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამჯერად ბერიძემ, რომელიც საკუთარ თავს “vip” პერსონას უწოდებს, მთავრობის გაღიზიანებაc გამოიწვია.

საქმე ეხება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ბერიძე, კიდევ ერთი ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენას გეგმავდა.

მას შემდეგ რაც მედიაში 83 300 ლარიანი ავტომობილის შეძენის შესახებ  ინფორმაცია გავრცელდა, ვიცე-პრემიერმა კალაძემ ბერიძის საკითხის პოლიტბაბჭოზე განხილვის პირობა დადო და აჭარის ახალი ფეოდალი საჯაროდ გაკიცხა.

„პრესა.ჯი“ ავთანდილ ბერიძეს ტელფონით ესაუბრა, რომლმაც მის ირგვლვ ასებულ კონფლიქტზე მცირე კომენტარი გააკეთა.

ავთანდილ ბერიძე: მე მზად ვარ ამ საკითხზე დეტალური განმარტება გავაკეთო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე. რაც შეეხება ტენდერს, ის შეჩერებულია.

„პრესა.ჯი“: რატომ გადაწყდა თავის დროზე ასეთი ძრირადღირებული ავტომობილის შეძენა?

- გითხარით უკვე, ავტომობილი, რომლითაც მე გადავადგილდები, მწობრიდანაა გამოსული...

- როგორც თქვენ ამბობთ, „ვიპ“ პერსონა ხართ... მძღოლად საკუთარი სიძე გყავთ...  მართალია, რომ ლიფტით სარგებლობისას ღილაკს თქვენს ნაცვლად დაცვა აჭერს თითს?

- კარგით რა, ამის გარკვევა თავისუფლად შეგიძლიათ. ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ...

ცნობისთვის, ბერიძემ საზოგადოების ყურადღება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის პირველივე დღიდან მიიპყრო, მან ყოფილ პრემიერს დარბაზშივე სახოტბო ლექსი მიუძღვნა.

ბატონი ბერიძე მალევე ბათუმის ბულვარში ჯიპით სეირნობაში ამხილეს (ბულვარში მანქანით გადაადგილება აკრძალულია) რასაც სკანდალი და ხმაური მოჰყვა.

ბერიძე ახლო კავშირშია დეპუტატ მურმან დუმბაძესთან, "რესპუბლიკური" პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, მან მურმან დუმბაძესთან და თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" დააფუძნა.

ბათუმელებმა, ის და მურმან დუმბაძე აჭარაში „კლანურ მმართველობაში“ არაერთხელ დაადანაშაულეს. ბერიძის კიდევ ერთი სკანდალი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს უკავშირდება.

ფოტოზე ჩანს რომ ბერიძეს ქოლგის დამჭერი ახლავს თან. მაშინ ბერიძემ მედიას განუცხადა, რომ ის ვიპ პერსონაა და იქცევა ისე როგორც ვიპები იქცევიან მსგავს სიტუაციაში.